Mitsubishi Motors Georgia
 



დაგვიკავშირდით:
თბილისი (+99 5 32) 2527-527



სიახლეები

 




25/03/2020

ცვლილება Mitsubishi Motors Georgia-ს სამუშაო განრიგში

"მიცუბიში მოტორსის" ოფიციალური დილერი საქართველოში შპს კავკასუს მოტორსი, ითვალისწინებს საქართველოს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს COVID19-თან მიმართებაში და დროებით ზღუდავს შოურუმისა და სერვის ცენტრის მომსახურებას.

ამ ეტაპისათვის, შოურუმში ვიზიტი სრულად შეზღუდულია. თუმცა, ჩვენი გუნდი მზად არის საჭიროების შემთხვევაში, მოგემსახუროთ დისტანციურად.

ავტომობილის გაყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი: 032 2527 527

სერვის ცენტრი იმუშავებს სპეციალური რეჟიმით და აუცილებლობის შემთხვევაში მოგემსახურებათ შეუფერხებლად. სერვის ცენტრის თითოეული თანამშრომელი აღჭურვილია სპეციალური ეკიპირებით და სრულად იცავს ჯანდაცვის ორგანიზაციების ყველა რეკომენდაციას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ცენტრში მოქმედებს შლაგბაუმის სისტემა და იკრძალება, როგორც ავტომობილის თავისუფლად შესვლა, ასევე ფიზიკური პირების თავისუფალი გადაადგილება.

ეკიპირებული თანამშრომელი თავად შეიყვანს ავტომობილს შიდა სივრცეში და მომსახურების დასრულების შემდეგ, დაგიბრუნებთ მას უსაფრთხო მდგომარეობაში.

ავტომობილის სერვისთან დაკავშირებული შეკითხვების არსებობის შემთხვევაში და ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ დაუკავშირდეთ სერვისის მენეჯერს: ალექსანდრე ცაციაშვილი- 577 90 09 08

იმედს ვიტოვებთ, რომ არსებული მდგომარეობა მალე დასრულდება და კვლავ შევძლებთ ჩვეულ სამუშაო გარემოში შეხვედრას. გისურვებთ ჯანმრთელობას!






29/11/2019

სიახლე Mitsubishi Motors Georgia-ში

Mitsubishi Motors Georgia განახლებულ სამოდელო რიგზე განსაკუთრებულ ფასებს გთავაზობთ.

ცენტრში 2019 წლის ისეთი ფლაგმანი მოდელებია წარმოდგენილი, როგორებიცაა: Mitsubishi Outlander, Pajero და Pajero Sport. ახალი ავტომობილის შეძენა 4000 ლარამდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

შეიძინეთ თანამედროვე დიზაინისა და მაღალი იაპონური ხარისხის ავტომობილები მხოლოდ ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი Caucasus Motors-ისაგან.






13/11/2019

MITSUBISHI MOTORS 2019 წლის ტოკოის საავტომობილო გამოფენაზე

ტოკიოს საავტომობილო გამოფენაზე, რომელიც 4 ნოემბერს დასულდა MITSUBISHI MOTORS CORPORATION-მა ორი ახალი კონცეპტუალური ავტომობილი MI-TECH CONCEPT და SUPER HEIGHT K-WAGON CONCEPT წარმოადგინა.

ახალი კონცეპტუალური ავტომობილი MI-TECH CONCEPT შესანიშნავად პასუხობს მიცუბიში მოტორს კორპორაციის სლოგანს "Drive Your Ambition". მცირე ზომის ელექტროფიცირებული SUV, მარტივი და კომფორტული სამართავია ნებისმიერ რელიეფზე. ამ კომპაქტურ ყველგანმავალში, სრულყოფილად არის გაერთიანებული 4WD სისტემა, მძღოლის დამხმარე სისტემები და უსაფრთხოების მაღალი ტექნოლოგიები. თანამედროვე ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინი და გადახდილი სახურავი, კიდევ უფრო ამძაფრებს პროგრესის შეგრძნებას.

SUPER HEIGHT K-WAGON CONCEPT მომავლის უნივერსალური ავტომობილია, რომელიც იმ მძღოლებისათვის შეიქმნა, რომელთაც მეტი ადგილი და გამორჩეულად დიდი სივრცე სურთ.

კომპანიის განცხადებით SUPER HEIGHT K-WAGON იაპონიაში ამ წლის ბოლოდან გამოჩნდება.














27/07/2019

სიახლე Mitsubishi Motors Georgia-საგან

Mitsubishi Motors-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში Caucasus Motors-ი წარმოგიდგენთ ახალ, მაღალი აღჭურვის 2019 წლის Mitsubishi Pajero Sport-ს.

თანამედროვე დიზაინისა და მაღალი იაპონური ხარისხის, შვიდ ადგილიანი ავტომობილი აღჭურვილია ისეთი ოფციებით, როგორიცაა: წამყვანი თვლები - Super Select 4WD, სტაბილურობის კონტროლი, აღმართზე ასვლის და დაშვების დამხმარე სისტემა, უკანა დიფერენციალის ჩამკეტი, დისტანციური საკეტი, უგასაღებო დაქოქვა და იმობილაიზერი, ორზონიანი კლიმატკონტროლი, ტყავის ჰიდრავლიკური მულტი საჭე კრუიზ და აუდიო კონტროლით.

კავკასუს მოტორსში შეძენილ ყველა ავტომობილზე ვრცელდება საგარანტიო პირობა: 3 წელი, ან 100 000 კმ.

ავტო დაკრედიტების კუთხით, მიცუბიშის ცენტრი საქართველოში არსებულ ყველა წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. ავტოგანვადების პირობები მრავაფეროვანია და სარგებლობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. საპროცენტო განაკვეთი იწყება 0%–დან და მერყეობს 15%–მდე. სესხის პროცენტი კი დამოკიდებულია თანამონაწილეობასა და ვადაზე.




03/09/2019

მიცუბიში მოტორს ჯორჯია გადაცემა Influenser-ში

მიცუბისი მოტორს ჯორჯიამ გადაცემა Influenser-ში თავისი ახალი, 2019 წლის 7 ადგილიანი ავტომობლი Pajero Sport-ი წარადგინა.

გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ფოტოსესია და ავტომობილის გადაღება თბილისთან ახლოს, შესანიშნავი ხედის ფონზე, დიდგორის ტერიტორიაზე მოეწყო.












10/05/2019

სიახლე Mitsubishi Motors Georgia-საგან

Mitsubishi Motors-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში Caucasus Motors-ი წარმოგიდგენთ ახალ, სრული აღჭურვის 2019 წლის Mitsubishi Outlander-ს.

Outlander-ი აღჭურვილია ისეთი ოფციებით, როგორიცაა: აუდიო სისტემა სენსორული მონიტორით, ჰიდრავლიკური ტყავის მულტი საჭე, კრუიზ და აუდიო კონტროლი, ორზონიანი კლიმატკონტროლი, LED ფარები გარეცხვის, ავტომატური ჩართვისა და წვიმის სენსორის ფუნქციით.

დახვეწილი დიზაინის მქონე, იაპონური ხარსიხის ნიშნის მატარებელი , შვიდ ადგილიანი ავტომობილი, იძლევა კომფორტისა და სანდოობის გარანტიას ნებისმიერ სიტუაციაში.

შეიძინეთ Mitsubishi-ს მარკის ავტომობილები მხოლოდ ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი Caucasus Motors-ისაგან.




22/03/2019

Mitsubishi-ს ახალი კონცეპტუალური ავტომობილი Engelberg Tourer-ი

ჟენევაში გამართულ რიგით 89 საერთაშორისო საავტომობილი გამოფენაზე, Mitsubish-მა ახალი კონცეპტუალური ავტომობილი Engelberg Tourer Concept წარადგინა. მოდელს სახელი შვეიცარიული სამთო-სათხილამურო კურორტის პატივსაცემად ეწოდა, რითაც ავტომობილის მაღალ გამავლობას გაესვა ხაზი.

ავტომობილი ახალიTwin Motor 4WD ელექტრო ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. ევროპული WLTP( World Wide Harmonized Light Vehicle Test Procedure) სისტემაზე დაყრდნობით, Engelberg Tourer-ს 70 კილომეტრის გავლა მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარებით შეუძლია.

ახალი SUV-ს გააჩნია "Dendo Drive House" ტექნოლოგია ,რომელიც მოიცავს მზის პანელებს, ორმხრივ მიმართულებიან დამტენსა და სტაციონარული სახლის ბატარეას.

მზის პანელების საშუალებით, შესაძლებელია ავტომობილის ელექტრო ძრავის დატენვა, რაც არა მხოლოდ ფულის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს ავტომობილის მფლობელს, არამედ ამცირებს ავტომობილის ემისიასაც. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში კი, ავტომობილის ენერგიისა და სახლის სტაციონალური ბატარეების გამოყენებით შესაძლებელია სახლის ელექტროფიცირებაც. აღნიშნული სისტემის გავითარება იაპონიაში 2011 წლიდან ცუნამის დარტყმის შემდეგ გახდა აქტუალური.




24/01/2019

მიცუბიში L200-მა Parkers New Car Awards 2019-ის "საუკეთესო პიკაპის" ჯილდო მოიპოვა


მიცუბიშის L200-ი Parkers.co.uk-ის გუნდმა სხვა კონკურენტ ბრენდებთან ერთად გამოსცადა.

შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო: ავტომობილის ყოველთვიური ხარჯი, ღირებულება, ხარისხი, სანდოობა და მიზნობრიობა. ჯილდო კი განკუთვნილია ყველა საბაზრო სექტორში გამორჩეული ავტომობილისათვის.

როგორც Parkers- ის რედაქტორმა კეიტ ადამმა განაცხადა: "Mitsubishi-ის მოგება კარგია საერთო წარმატებისთვის. პიკაპის მძღოლები ეძებენ ისეთ ავტომობილს, რომელის ღირებულება და ხარისხი მათ მიზანს ემთხვევა. L200-ი კი მათ ორივეს ერთად სთავაზობს“.

"ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საუკეთესო პიკაპის წოდება ბაზარზე L200-ს მიენიჭა. ჩვენი მომხმარებლები L200-ის შესაძლებლობებს კვლავაც აღიარებენ, როგორც სამუშაო, ასევე დასვენების მიზნით“ -განაცხადა Mitsubishi მოტორსის დირექტორმა დიდ ბრიტანეთში Rob Lindley-მ.




04/06/2018

ზეთის შეცვლის აქცია "მიცუბიში მოტორსის" სერვის ცენტრში!


ოქტომბრის თვეში, მიცუბიში მოტორსის სერვის ცენტრში მოქმედებს აქცია ზეთის შეცვლაზე, რომელიც ვრცელდება ყველა მიცუბიშის მარკის ბენზინის ძრავიან ავტომობილზე.

აქციაში შედის: უმაღლესი ხარისხის მობილის ბრენდის ზეთი Mobil 5/30. აქციის ფარგლებში, ასევე საჩუქრად მიიღებთ ზეთის ფილტრსა და მომსახურებას.

ყველას, ვინც ისარგებლებს ზეთის აქციით, საჩუქრად მიიღებს ავტომობილის შემოწმებას შემდეგ პუნქტებზე: ელექტრო დიაგნოსტიკა მიცუბიში მოტორსის ლიცენზირებული სადიაგნოსტიკო აპარატით,სავალი ნაწილის შემოწმება, სამუხრუჭე სითხის დონის შემოწმება, ანტიფრიზის დონის შემოწმება

აქციის ფარგლებში მომსახურეობის მიღება შესაძლებელია 120 ლარად.

მიცუბიში მოტორსის ცენტრი: მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ. ტელ: 2 527 527





 
 


   
Untitled Document
© კავკასუს მოტორსი 2021 მიცუბიშის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში “კავკასუს მოტორსი“ გთავაზობთ მიცუბიშის მარკის მაღალი ხარისხით და საიმედოობით გამორჩეულ ავტომობილებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 32 2527-527